[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ პოლონელ პროფესორებს უმასპინძლა

28.10.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პოლონეთის ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის პროფესორებს უმასპინძლა.

ევა კოვალსკა, იოანა ჩეხომსკა, კამილა შჩეპანოვსკა და მაგდალენა კესკა IBSU-ს ერაზმუს + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ და შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლისა და ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განიხილეს სტუდენტებისა და ლექტორების ჩართულობით განსახორციელებელი სამომავლო პროექტები.

ვიზიტის ფარგლებში, პოლონელი სტუმრები IBSU-ში დაესწრნენ ქართული ენის ლექციას და ესტუმრნენ ისტორიულ ქალაქ მცხეთას.