[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა

31.03.2023
IBSU-მ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
წლევანდელი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები იყვნენ IBSU, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, უფრო ფართომასშტაბიანი იყო. სტუდენტებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს და კონფერენციის დასასრულს სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების შემდგომ, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, პროფ. დოქტ. ვილჰელმ ჰაუზერმა, IBSU-ს შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.
თანამშრომლობის ფარგლებში მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.