[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

16.07.2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა „საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი“, სადაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურა იქნა წარმოდგენილი.

საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი ეძღვნება პირველი ქართული სამეცნიერო ნაბეჭდი წიგნის – მარიო მაჯიოს „ქართული ენის გრამატიკის“ – გამოცემის 380-ე და თბილისში ვახტანგ მეექვსის მიერ სტამბის დაარსების 315-ე წლისთავს.