[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ უკრაინის ომის თემაზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლა

17.03.2023
IBSU-მ უმასპინძლა პანელურ დისკუსიას თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის.“
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, მოწვეულმა ექსპერტებმა იმსჯელეს ომით გამოწვეულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, დასავლეთის მხარდაჭერასა და რუსეთის გეგმებზე.
ასევე, პანელური დისკუსიის ფორმატში განიხილეს ჩინეთის როლი ომთან მიმართებით, უსაფრთხოების ახალი გარემო და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები.