[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-სა და იურიდიულ კომპანია “OK & CG”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

26.12.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იურიდიულ კომპანია “OK & CG”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და “OK & CG”-ის დირექტორმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელი შეუწყობს სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებას და განზოგადებას, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებას და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას.