IBSU-სა და 2080 Venture Holdings-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-სა და 2080 Venture...
IBSU-სა და 2080 Venture Holdings-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
  • 14/05/2026

IBSU-სა და 2080 Venture Holdings-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

IBSU X 2080 Venture –  სტრატეგიული პარტნიორობა  ამერიკულ კომპანიასთან ინოვაციებისა და მეწარმეობის მხარდასაჭერად

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს. IBSU-ს ახალი პარტნიორი ჰყავს – ამერიკული ვენჩურული კომპანია 2080 Venture Holdings, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პარტნიორობა ჩვენი სტუდენტებისთვის ნამდვილი გზამკვლევია გლობალურ სტარტაპ ეკოსისტემაში. IBSU-ს სტუდენტებს ექნებათ:

 

  • პირდაპირი წვდომა ამერიკულ ინოვაციურ და ბიზნეს გარემოსთან;
  • რეალური კავშირები ტექნოლოგიურ და მეწარმეობრივ ქსელებთან;
  • მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციებში, ვორქშოპებსა და კვლევით პროექტებში.

2080 Venture Holdings საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა მიიღოს ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მათ გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანს გახდის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს IBSU-ს პრეზიდენტმა, ლუკა კავთელიშვილმა და 2080 Venture Holdings-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თიმურ დაუდპოტამ.