IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებმა გამართეს შეხვედრა თბილისის ამერიკის კუთხეში გაწევრიანებულ აბიტურიენტებთან – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებმა გამართეს...
IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებმა გამართეს შეხვედრა თბილისის ამერიკის კუთხეში გაწევრიანებულ აბიტურიენტებთან
  • 20/05/2026

IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებმა გამართეს შეხვედრა თბილისის ამერიკის კუთხეში გაწევრიანებულ აბიტურიენტებთან

შავი ზღვის საერთაშირისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების დეკანის, ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელის პროფ. თამარ შიოშვილის ინიციატივით ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებმა გამართეს შეხვედრა თბილისის ამერიკის კუთხეში გაწევრიანებულ აბიტურიენტებთან და სკოლების უფროს კლასელებთან.

პროგრამის ხელმძღვანელმა წარმოადგინა პრეზენტაცია უნიკალური ამერიკისმცოდნეობის მულტი და ინტერდისციპლინური პროგრამის შესახებ. სტუდენტებმა უჩვენეს აბიტურიენტებს და უფროს კლასელებს პრეზენტრაცია, რომელიც ასახავდა მათ შთაბეჭდილებებს პროგრამის და საგნების ირგვლივ. სტუდენტებმა მოსწავლეების ცოდნა აშშ ისტორიის, კულტურის და თანამედროვე ცხოვრების შესახებ გამოსცადეს მათ მიერ მომზადებული ქვიზის მეშვეობით. მოსწავლეების შედეგებმა დამსწრეებში აღფრთოვანება გამოიწვია.