[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს არქიტექტურის სტუდენტების წარმატება იტალიის პრესტიჟულ ფესტივალზე

07.12.2023

IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ფლორენციაში გამართულ 2023 წლის პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე “THE WORLD IN FLORENCE” წარადგინეს წყალტუბოს საკვანძო სანატორიუმების აღორძინებაზე ორიენტირებული პროექტი, კერძოდ, სანატორიუმ „მედეას“, „მეტალურგის“ და აბანო №8 სახლის არქიტექტურული გეგმები და განახლებული ვერსიები.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო არქიტექტურული ინოვაციებისა და კულტურის შენარჩუნების ჰარმონიული ნაზავი.

ღონისძიების სპიკერები იყვნენ არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები: ელიზაბეტ დემუროვი, თეკლა მამფორია, ლევან გოგოლაძე, ლიზი ხავლოშვილი, რომელთაც ხელმძღვანელობდა არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი წანაწყენაშვილი.