[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა

27.07.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) უკონკურენტო, სრულიად ახალ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას გთავაზობთ!

გერმანიის ქალაქ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან (აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონი) თანამშრომლობის შედეგად, IBSU გთავაზობთ სრულიად ახალ, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას – “მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება” (Management with Computer Science).

რა უპირატესობები გააჩნია აღნიშნულ პროგრამას:

1) პროგრამაზე ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველი სემესტრი სწავლობს ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ხოლო მეორე და მესამე სემესტრებს თვითონ ირჩევს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ერთ-ერთს აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან; მეოთხე სემესტრი ბრუნდება მშობლიურ უნივერსიტეტში სამაგისტრო ნაშრომის დასაცავად, და აქვე აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი შესაძლებელია ჰყავდეს ორი, ერთი მშობლიური უნივერსიტეტიდან და ასევე, რომელიმე პარტნიორი უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი;

2) პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი პირველი სემესტრის საფასურისგან სრულიად თავისუფლდება, რადგანაც ამ პერიოდის განმავლობაში ისწავლის ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, სადაც სწავლა უფასოა;

3) პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს შეუძლია სტიპენდიაც მოიპოვოს გერმანიაში სწავლის პერიოდში საცხოვრებელი და სამოგზაურო ხარჯების დასაფარად, რომელიც სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე გაიცემა;

4) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწავლის წარმატებით დამთავრების შედეგად სტუდენტი მიიღებს IBSU-ს და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ გაცემულ საერთაშორისოდ აღიარებულ ორ დიპლომს შესაბამისი კვალიფიკაციებით.

არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და შემოგვიერთდით!