სიახლეები
- Home
- /
- ბიზნესის სკოლა
- /
- IBSU-ს ბიზნესის სკოლის ტურიზმის...

- 24/04/2026
IBSU-ს ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ლექცია Wyndham Grand Tbilisi-ში
ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ლექცია Wyndham Grand Tbilisi-ში. ვიზიტი განხორციელდა სასტუმროს მენეჯმენტისა და სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის სასწავლო კურსების ფარგლებში.
მასპინძელმა მხარემ სტუდენტებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს სხვადასხვა ტიპის ნომრები, საკონფერენციო სივრცეები, სპა ცენტრი და ფიტნეს დარბაზი.
სტუდენტებმა ასევე მიიღეს დეტალური პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
მოწვეული ლექტორები: ნინო შონია, ციცი ჯანგიძე.

