[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს კამპუსის ეზოში სტუდენტთა ფოტონამუშევრების გამოფენა გაიმართა

16.01.2023
IBSU-ს კამპუსის ეზოში სტუდენტთა ფოტონამუშევრების გამოფენა გაიმართა.
თბილისისა და სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟებზე, პორტრეტებზე, ნატურმორტებზე, ურბანული, თუ სხვა თემატიკის ფოტოებზე იმუშავეს ძირითადად ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა.
დოკუმენტური ფოტოს პროექტებს ხელმძღვანელობდა საგან „ფოტოჟურნალისტიკის“ პედაგოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ოლიკო ცისკარიშვილი. საგნის დასკვნითი გამოცდის შემდეგ საუკეთესო ფოტოები სტუდენტებმა პედაგოგთან ერთად შეარჩიეს და საკუთარი ნამუშევრები შესაფასებლად დამთავალიერებლებს შესთავაზეს.