[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს მარკეტერები საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

07.03.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტერები ესტუმრნენ ქალაქ მცხეთის, რუსთავის, გორის, გურჯაანის, ზუგდიდის, ფოთისა და ჯვრის რამდენიმე სკოლას. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ აბიტურიენტებს და მიაწოდეს ინფორმაცია უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, მიღების წესებზე, დაფინანსების შესაძლებლობასა და გაცვლით პროგრამებზე. აბიტურიენტები ასევე გაეცნენ სტუდენტურ პროექტებს და აქტივობებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის შეიქმნა.

პროექტის ფარგლებში სტუდენტები და მარკეტერები განაგრძობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სკოლებში სტუმრობას და აბიტურიენტებთან შეხვედრას. სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა მეტი შეიტყონ უნივერსტეტის და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.