IBSU-ს მასტერკლასი მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
12.03.2024შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-10 საჯარო სკოლასთან ერთად დაიწყო ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები IBSU-ს სტუდენტების დახმარებით მოამზადებენ და ჩაწერენ ტელეგადაცემას.
მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ შოშიაშვილმა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პირველი მასტერკლასი უკვე ჩაატარეს.
მოსწავლეები გააცნენ ჟურნალისტის პროფესიას, ახალი ამბების წერის სტრუქტურასა და ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევის ტექნიკებს. ასევე, მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები.