[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს მასტერკლასი მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

12.03.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-10 საჯარო სკოლასთან ერთად დაიწყო ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები IBSU-ს სტუდენტების დახმარებით მოამზადებენ და ჩაწერენ ტელეგადაცემას.

მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ შოშიაშვილმა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პირველი მასტერკლასი უკვე ჩაატარეს.

მოსწავლეები გააცნენ ჟურნალისტის პროფესიას, ახალი ამბების წერის სტრუქტურასა და ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევის ტექნიკებს. ასევე, მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები.