[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს პროფესორები საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრებად აირჩიეს

01.03.2024

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაია ჩქოტუა და განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი ეკატერინე ფიფია საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

საერთაშორისო კონფერენცია განათლების და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შესახებ გაიმართება 15-17 ივნისს პორტუგალიაში. კონფერენციის მონაწილეები, რომელთაც კომიტეტის წევრები შეარჩევენ, წარმოადგენენ პრეზენტაციებს სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებულ სიახლეებზე, განათლების სფეროში მიმდინარე ტრენდებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით.