[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს რექტორის მიმართვა 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოზე

17.07.2023

IBSU-ს რექტორის, საფფეთ ბაირაქთუთანის მიმართვა 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოზე.

“პატივცემულო მმართველი საბჭოსა და სკოლის წევრებო, საპატიო სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო და 2023 წლის გამორჩეულ კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრებო, ჩემი პრივილეგიაა, ვიდგე თქვენს წინაშე და უნივერსიტეტის სახელით სიტყვით მოგმართოთ.

IBSU-ს კურსდამთავრებულები ჩვენი ქვეყნის პატრიოტები არიან, რომლებსაც მიღებული ცოდნით და მრავალფეროვანი უნარებით რუბიკონების გადალახვა შეუძლიათ. IBSU-ს კურსდამთავრებულები პრობლემების გადაჭრის პროცესებში აქტიურ როლს თამაშობენ და წვლილი შეაქვთ საზოგადოების უკეთესი მომავლის შენებაში.

საჭირო ცოდნითა და უნარებით, დღეს თქვენ უერთდებით IBSU-ს კურსდამთავრებულთა დიდ ოჯახს. თქვენგან ველით პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო ინიციატივებს, რაც საზოგადოების უკეთესი მომავლის საწინდარია.

IBSU-ში გატარებულმა წლებმა და პროფესორების დაუღალავმა შრომამ თქვენს კარიერას საფუძველი ჩაუყარეს და ცხოვრებისეული თავგადასავლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღგჭურვეს. IBSU-ს ყოველთვის ემახსოვრებით და იმედი გვაქვს, რომ თქვენც ყოველთვის იქნებით ჩვენთან კონტაქტზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, გულწრფელად ვულოცავ თითოეულ თქვენგანს უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებას.

გისურვებთ უშრეტი სიხარულითა და შესაძლებლობებით სავსე მომავალს!”