[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ბაზა EBSCO-ზე ექნება წვდომა

13.04.2024
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, EBSCO, რომელიც წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას.
EBSCO EP Package PREMIER პაკეტში შემავალი 10 ელექტრონული ბაზა მოიცავს მრავალფეროვან აკადემიურ რესურსებს, ელექტრონულ ინდექსირებად ჟურნალებს, სამეცნიერო სტატიებს, ელექტრონულ წიგნებს, კვლევის ანგარიშებს, ვიდეო მასალებს, სასწავლო და კვლევით რესურსებს და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დარგის ათასობით ჟურნალს, სრულ ტექსტებს, აბსტრაქტებს და ინდექსირებულ ჟურნალებს;
მონაცემთა ბაზები მკვლევართა საჭიროებებზეა მორგებული და ღირებულ, მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ მასალებს შეიცავს, რაც ეხმარება მკვლევარებს კვლევითი პროდუქტის შექმნაში. EBSCO-ს გამოყენების მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მონაცემთა ბაზები უახლეს რესურსებს აწვდის მომხარებელს და ემსახურება სამეცნიერო-კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას.
EBSCO EP Package PREMIER ელიტ პაკეტში შემავალი სამეცნიერო ბაზებით სარგებლობა შეეძლებათ უნივერსიტეტის როგორც აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, ასევე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს; ბაზაზე წვდომა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტიდან, ასევე უნივერსიტეტის ტერიტორიის მიღმაც.