სიახლეები
- Home
- /
- საერთაშორისო ურთიერთობები
- /
- IBSU-ს სტუდენტები საერთაშორისო საგანმანათლებლო...

- 18/04/2026
IBSU-ს სტუდენტები საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში “Crisis Negotiations” პოლონეთში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში – Intensive International Education Programme (IMPK): Crisis Negotiations, რომელიც პოლონეთში, ვროცლავში, WSB Merito University-ის ორგანიზებით, SPINAKER პროექტის ფარგლებში გაიმართა.
პროგრამა მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის კრიზისული მოლაპარაკებებისა და მაღალი სტრესის პირობებში ეფექტური კომუნიკაციის პრაქტიკული უნარების განვითარებას საერთაშორისო აკადემიურ გარემოში. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ რეალურ სცენარებზე, გაეზიარებინათ გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და გაეფართოებინათ პროფესიული ხედვა.
პროგრამაში მონაწილეობა სრულად დაფინანსებული იყო. შერჩეულ სტუდენტებს დაუფინანსდათ როგორც სწავლა, ისე მგზავრობის ხარჯები, SPINAKER პროექტის წესებისა და მობილობის კრიტერიუმების შესაბამისად.
თორნიკე მერაბიშვილი: „ვროცლავის WSB Merito უნივერსიტეტში კრიზისული მოლაპარაკებების პროგრამაში ჩემი გამოცდილება ძალიან დასამახსოვრებელი იყო. პროგრამა ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ გვესწავლა მოლაპარაკებების წარმოება, განსაკუთრებით რთულ და სტრესულ სიტუაციებში. ყველა სტუდენტი ჩართული იყო აქტივობებში, რამაც სასწავლო პროცესი ბევრად უფრო მიმზიდველი და პრაქტიკული გახადა.
ვისწავლეთ აგრესორებთან კომუნიკაცია, როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ზეწოლის ქვეშ და რომელი მიდგომებია ეფექტური მოლაპარაკებებში და რომელი უნდა იქნას აცილებული თავიდან. გაკვეთილებს უძღვებოდნენ გამოცდილი ლექტორები, რომლებსაც ჰქონდათ როგორც ძლიერი თეორიული ცოდნა, ასევე რეალური გამოცდილება ომში, რაც მათ სწავლების მეთოდებს საინტერესოს ხდიდა.
პროგრამის დიდი ნაწილი დაფუძნებული იყო სიმულაციებზე, როლურ თამაშებსა და სხვადასხვა დავალებებზე. ამ აქტივობებმა დაგვეხმარა ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებაში და უზრუნველვყავით, რომ ყველა თანაბრად მონაწილეობდა. ამან პროგრამა არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ძალიან რეალისტური და დასამახსოვრებელი გახადა.
საერთო ჯამში, ეს ნამდვილად ღირებული გამოცდილება იყო. აკადემიური ნაწილის გარდა, ეს ასევე შესანიშნავი შესაძლებლობა იყო პოლონეთის მონახულების და ვროცლავის შესასწავლად, რომელიც არის ულამაზესი ქალაქი, სავსე ისტორიით, ეკლესიებითა და მუზეუმებით.“
ალექსანდრე ადონია: “სრულიად კმაყოფილი ვარ პროგრამით, ლექტორებმა სრულფასოვნად გვაჩვენეს და გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება. აგვიხსნეს ექსტრემალურ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების და საჭირო გზების მიმართვის აუცილებლობა, მივიღეთ მონაწილეობა სიმულაციაში და გამოცდილება მივიღეთ მოლაპარაკებებში. ამას დამატებულმა მშვენიერმა ქალაქმა, გარემომ და ხალხმა ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დამიტოვეს, მადლობა IBSU-ს ასეთი შესაძლებლობისთვის!”
IBSU აგრძელებს სტუდენტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას და მათი ჩართულობის ზრდას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.