სიახლეები
- Home
- /
- ბიზნესის სკოლა
- /
- IBSU-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტები...

- 03/06/2026
IBSU-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტები Paragraph Golf & Spa Tabori-ში საგანმანათლებლო-შემეცნებით ტურზე იმყოფებოდნენ
ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მოწვეული ლექტორების ორგანიზებით (ციცინო ჯანგიძე, ნინო შონია) სტუდენტებს, სასწავლო კურსების „სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმისა“ და „სასტუმროს მენეჯმენტი“ ფარგლებში უმასპინძლა Paragraph Golf & Spa Tabori, Autograph Collection-მა.
სასტუმროს ღონისძიებების კოორდინატორის, თინათინ ელისაბედაშვილის, ხელმძღვანელობით ჩატარდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტური, რომლის მიზანი იყო სტუდენტებისთვის თანამედროვე სასტუმრო ინდუსტრიის პრაქტიკული ასპექტების გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად დაათვალიერეს სასტუმროს Front Office-ისა და Back Office-ის ოპერაციული სივრცეები, გაეცნენ ნომრების სხვადასხვა კატეგორიასა და მათ მახასიათებლებს, ასევე სასტუმროს გამაჯანსაღებელ და რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის Wellness & Spa ცენტრსა და გოლფის მიმართულებას.
ტურის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უნიკალურ მომსახურებებსა და ინოვაციურ შეთავაზებებს, რაც აღნიშნულ სასტუმროს გამოარჩევს სტუმარმასპინძლობის სექტორში და ქმნის მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ტურისტულ გამოცდილებას. ვიზიტმა სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, თეორიული ცოდნა დაეკავშირებინათ პრაქტიკულ გამოცდილებასთან და უკეთ გაეაზრებინათ თანამედროვე სასტუმრო მენეჯმენტის, გამაჯანსაღებელი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის თავისებურებები.


