[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია

17.07.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელებმა 2023 წლის 350 კურსდამთავრებულს სამახსოვრო სიგელები გადასცეს.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, საფფეთ ბაირაქთუთანმა და ბაკალავრიატის საფეხურის წარმატებით დასრულება მიულოცა. რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კურსდამთავრებულებსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

IBSU-ში გატარებულმა წლებმა და პროფესორების დაუღალავმა შრომამ თქვენს კარიერას საფუძველი ჩაუყარეს და ცხოვრებისეული თავგადასავლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღგჭურვეს. IBSU-ს ყოველთვის ემახსოვრებით და იმედი გვაქვს, რომ თქვენც ყოველთვის იქნებით ჩვენთან კონტაქტზე.”

კურსდამთავრებულებსა და სტუმრებს მიესალმნენ უნივერსიტეტის სკოლების დეკანები და სამახსოვრო სიგელით პირადად დააჯილდოვეს სკოლის ყველაზე მაღალი GPA-ს მქონე კურსდამთავრებულები.

საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნეს ბენდმა 4D Monsters Lobsters და DJ Nika.