IBSU-ს Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ELTE უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ეწვია - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სამეცნიერო სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს Erasmus+ აკადემიური მობილობის...
IBSU-ს Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ELTE უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ეწვია
  • 28/05/2026

IBSU-ს Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ELTE უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ეწვია

18-22 მაისს, Dr. Mónika Sándor და Dr. Andrea Fenyődi, Eötvös Loránd University-ის (ELTE, უნგრეთი) აკადემიური პერსონალი ეწვია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში.

ვიზიტის განმავლობაში სტუმრებმა პროფესიული და აკადემიური შეხვედრები გამართეს IBSU-ს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან. შეხვედრები ჩატარდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანის, კვლევითი საქმიანობის დეპარტამენტისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან, რომელმაც სტუმრებს უმასპინძლა, როგორც ERASMUS+ პროექტის ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა კოორდინატორმა.

ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, აკადემიური გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას მასწავლებლის განათლებისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

მობილობის პროგრამის ფარგლებში Dr. Mónika Sándor-მა და Dr. Andrea Fenyődi-მ ჩაატარეს ინტერაქტიური ლექციები ინგლისური ფილოლოგიისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის თემაზე – ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგია დაწყებით კლასებში. ლექციებმა სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა გაცნობოდნენ სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და საერთაშორისო პედაგოგიკურ პრაქტიკებს, ასევე აქტიურად ჩართულიყვნენ აკადემიურ დისკუსიებში.

ვიზიტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა IBSU-სა და ELTE-ს შორის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილების გამდიდრებაში.