სიახლეები

- 02/06/2026
IBSU-ში ესეების კონკურსის დაჯილდოება გაიმართა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ესეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა სამი საუკეთესო ესეს ავტორი, რომლებიც IBSU-ს საგრანტო ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ:
I ადგილი – სრული დაფინანსება – გაბრიელ გორგოძე
II ადგილი – 70%-იანი გრანტი – მარიამ ქირია
III ადგილი – 50%-იანი გრანტი – ლაშა ვახტანგაძე
კონკურსის თემა იყო:
„არის თუ არა ტექნოლოგიური განათლება უმოკლესი გზა ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობისკენ?”








