[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში კორეული კულტურის ფესტივალი გაიმართა

22.12.2022
 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კორეული ენისა და კულტურის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით, კორეული კულტურის ფესტივალი გაიმართა.
 ღონისძიებას დაესწრო საქართველოში სამხრეთ კორეის ელჩი კიმ ტონგ ობ. ასევე, Georgian-Korean Bridge (GKB) წარმომადგენლები.
 ფესტივალი გახსნა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა. როგორც რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტი მოხარულია უმასპინძლოს მის აღმატებულება ელჩს და კორეული კულტურის ფესტივალს, სადაც IBSU-ს სტუდენტებს და სკოლების მოსწავლეებს საშუალება მიეცათ უფრო ახლოს გაცნობოდნენ კორეულ კულტურას.
ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ კორეული ენისა და კულტურის სტუდენტური კლუბის წევრების მიერ მომზადებული პრეზენტაცია, რომლითაც მონაწილეებს კორეის კულტურა, მისივე წარმატების ისტორია და ჰალიუ, იგივე „კორეულ ტალღა” წარუდგინეს. ფესტივალის მონაწილეებმა ისიამოვნეს K-Pop წარმოდგენებით და დააგემოვნეს კორეული ტრადიციული კერძი – კიმბაბი.