[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია IBSU-ში

16.06.2023
IBSU-ში რიგით მე-2 საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, რომელიც აერთიანებდა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
კონფერენციის მიზანი იყო სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების აქტიური ჩართულობა სამეცნიერო საქმიანობაში და მათი კვლევითი და ანალიტიკური უნარების გამომუშავება; ახალგაზრდა მეცნიერების და მკვლევარების ჩართულობა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, კვლევითი უნარების განვითარება და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
კონფერენციის მონაწილეებს გახსნის ცერემონიალზე მიესალმნენ IBSU-ს რექტორი, დოქტორი, საფფეთ ბაირაქთუთანი, პრორექტორი კვლევითი მიმართულებით, ასოც. პროფ. დოქტორი, თეა კბილცეცხლაშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის წარმომადგენელი, გიორგი ყაზიშვილი და IBSU-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ქეთი ფანქველაშვილი.
კონფერენციაზე 70-ზე მეტი მომხსენებელმა ერთმანეთს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. ასევე გაიმართა საინტერესო დისკუსიები. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო კონფერენციის დასასრულს გაიმართა კონცერტი.