[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში საჯარო ლექცია ,,პარადოქსი ლიტერატურაში” გაიმართა

21.12.2022
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლიტერატურული კლუბის ,,დროის მანქანის’’ ორგანიზებით გია მურღულიას საჯარო ლექცია ,,პარადოქსი ლიტერატურაში” გაიმართა.
 
ფილოლოგმა, მწერალმა და პედაგოგმა, გია მურღულიამ, სტუდენტებთან ისაუბრა პარადოქსებზე ლიტერატურაში. კერძოდ, განიხილა ვეფხისტყაოსანი და მოიყვანა მაგალითები დღევანდელობიდან. აგრეთვე, მოიყვანა მაგალითები სხვა მწერლების ნაწარმოებებიდან, სადაც პარადოქსები ჭარბობს. ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, განვლილ ცხოვრებაზე, რომელიც უკავშირდება ლიტერატურას. წარადგინა საავტორო რამდენიმე წიგნი.
სტუმარმა სტუდენტებს რჩევებიც მისცა და ურჩია ლიტერატურა, რომელთა წაკითხვაც მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.