[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

რა თქმა უნდა, უნივერსიტეტების ჩამონათვალში პრიორიტეტი არის IBSU – ოლიმპიადის გამარჯვებული აბიტურიენტი

„იბსუს სასკოლო ოლიმპიადა 2019-ის“ დაჯილდოება გაიმართა, სადაც მაქსიმალური ქულების მქონე აბიტურიენტები iPad-ით, უახლესი მოდელის ტელეფონით, ყურსასმენითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია IBSU-ს 100 % -იანი, 75%-იანი, 50 %-იანი და 25 %-იანი სასწავლო გრანტით დაჯილდოვდნენ. შიდა გრანტი ჯამში 1200-მდე მონაწილემ მიიღო.
ოლიმპიადაზე აპლიკანტებმა უნარების ტესტი წერეს. გამოცდა საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული) გაიმართა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მე-12 კლასის მოსწავლეს სრულიად უფასოდ შეეძლო.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე სუხიშვილი აღნიშნავს, რომ სასკოლო ოლიმპიადა წელს მეათედ ჩატარდა და მონაწილეთა თუ  გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველ წელს მატულობს:

www.edu.aris.ge