[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

“შექმენი IBSU-ს ანიმაციური პერსონაჟი” დასრულდა

04.11.2021
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული  პროექტი “შექმენი IBSU-ს ანიმაციური პერსონაჟი” დასრულდა. კონკურსში, რომელიც ითვალისწინებდა უნივერსიტეტის ანიმაციური პერსონაჟის (თილისმის) ვექტორული ფაილის შექმნას, 9 სტუდენტი მონაწილეობდა.
იბსუ-ს სტუდენტთა და ადმინისტრაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გახდა უნივერსიტეტის ფინანსების პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი სერგო შაგინოვი.
სერგო შაგინოვს უნივერსიტეტის კანცლერი ექრემ დინდაროლი შეხვდა, წარმატება მიულოცა და პრიზი გადასცა.  იბსუ-მ გამარჯვებულს “Motion Design”-ის ორთვიანი სასწავლო კურსი დაუფინანსა.