IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა დელეგაციას ბრაგანსას პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან
13.07.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა დელეგაციას ბრაგანსას პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან, პორტუგალია. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შეხვდნენ IBSU-ს რექტორს, დოქტორ საფფეთ ბაირაქთუთანსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პირობები და სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელის აბდულმელიქ ალკანის შეფასებით, ძალზე სასიამოვნოა პორტუგალიელ კოლეგებთან შეხვედრა, ვინაიდან, ამგვარი თანამშრომლობა ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გამყარებასა და გამოცდილების გაზიარებას.
შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.
აღსანიშნავია ისიც, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბრაგანსას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი 2009 წლიდან თანამშრომლობენ საგანმანათლებლო მიმართულებით.