[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა დელეგაციას ბრაგანსას პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან

13.07.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა დელეგაციას ბრაგანსას პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან, პორტუგალია. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შეხვდნენ IBSU-ს რექტორს, დოქტორ საფფეთ ბაირაქთუთანსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პირობები და სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელის აბდულმელიქ ალკანის შეფასებით, ძალზე სასიამოვნოა პორტუგალიელ კოლეგებთან შეხვედრა, ვინაიდან, ამგვარი თანამშრომლობა ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გამყარებასა და გამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბრაგანსას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი 2009 წლიდან თანამშრომლობენ საგანმანათლებლო მიმართულებით.