[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო ვორქშოფს ჩაატარებს

12.07.2022

დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ერთად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ოქტომბერში, რიგით მეორე, ერთობლივ საერთაშორისო ვორქშოფს ჩაატარებს.  ვორქოფის გახსნაზე დასწრების სურვილი უკვე გამოთქვა დრეზდენის უნივერსიტეტის რექტორმა კეტრინ სალჩერტიმ.

ვორქშოფს გაუძღვება დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორი მარიო ნოუგებაუერი, რომელიც კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის  ქართველი და გერმანელი სტუდენტებისთვის მასტერ კლასს ჩაატარებს.

მხარეებმა ვორქშოფის დეტალები განიხილეს დრეზდენში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ქართული მხრიდან ესწრებოდნენ  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი  დოქტორი საფფეთ ბაირაქთუთანი, IBSU-ს პროფესორები მარინა რაზმაძე და მაია ჩქოტუა.