სიახლეები
- 21/10/2022
IBSU-მ აბრეშუმის გზის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტრადიციული, აბრეშუმის გზის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში, 7 ქვეყნის 100-ზე მეტმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში მუშაობდა 11 სექცია, მათ შორის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალური მეცნიერების, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიების, სადაც მოისმინეს მკვევარების მოხსენებები და გაიმართა საინტერესო დისკუსიები.
კონფერენციის მონაწილეებს გახსნის ცერემონიალზე მიესალმნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი, საფფეთ ბაირაქთუთანი, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე გოგა ბუჩაშვილი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო თავმჯდომარე და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, გოჩა თუთბერიძე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ანა ფირცხალაშვილი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თეა კორძაძე და ნიტრას (სლოვაკეთი) ფილოსოფიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის წარმომადგენელი მილან ფილა.
როგორც IBSU-ს რექტორმა, საფფეთ ბაირაქთუთანმა განაცხადა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოხარულია ტრადიციულად უმასპინძლოს სამეცნიერო წრეებში უკვე ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც წელსაც წარმომადგენლობითია და შინაარსობრივად ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო.
კონფერენციის მთავარმა მომხსენებელმა მარკუს ვინისიუს დე ფერიტასმა, წარადგინა მოხსენება თემაზე, “პანდემია და ომები: წყალგამყოფები საერთაშორისო ურთიერთობებში”. მარკუს ვინისიუს დე ფერიტასი, ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მიწვეული პროფესორია.
აბრეშუმის გზის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია ავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება.