ემოციურიინტელექტი: უნდა გრძნობდე საზოგადოებრივ განწყობებს. რას ფიქრობენ ხალხში? რა აწუხებთ მათ? როგორ უნდა ვესაუბროთ მათ სწორად?
სტრესგამძლეობა: PR სპეციალისტი კრიზისების დროს პირველია, ვინც “ცეცხლს აქრობს”. სიმშვიდის შენარჩუნება მაშინ, როცა ყველა პანიკაშია, შენი მთავარი თვისებაა;
მრავალმხრივობა (Multitasking): დღის განმავლობაში შესაძლოა მოგიწიოს პრესკონფერენციის ორგანიზება, პოსტის დაწერა, ჟურნალისტთან მოლაპარაკება და ღონისძიების დაგეგმვა;
დამარწმუნებლობა: შენ უნდა იყო საუკეთესო მთქმელი. შენმა სიტყვამ ნდობა უნდა აღძრას.
აუცილებელი უნარები (Skills)
წერადაკომუნიკაცია: უნდა ფლობდე სიტყვას ისე, რომ ნებისმიერი მშრალი ფაქტი საინტერესო ისტორიად (Storytelling) აქციო;
კრიზისულიკომუნიკაცია: როგორ ვუპასუხოთ ნეგატიურ კომენტარებს ან სკანდალს ისე, რომ კომპანიის რეპუტაცია არ დაზიანდეს? – ეს შენი უმაღლესი პილოტაჟია;
მედიასთანურთიერთობა (Media Relations): უნდა იცოდე ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკა და გქონდეს მათთან მჭიდრო კავშირი;
სოციალურიმედიისმართვა: დღეს PR-ის დიდი ნაწილი ციფრულ სამყაროში გადავიდა. უნდა გესმოდეს “ჰეითერების”, “ინფლუენსერებისა” და ონლაინ საზოგადოებების ლოგიკა.
რა გამოწვევებისთვის უნდა იყო მზად?
უჩინარიშრომა: როცა PR კარგად მუშაობს, ის შეუმჩნეველია. თუ პიარი შესამჩნევი გახდა, ეს ხშირად ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემაა;
24/7 კავშირზეყოფნა: სოციალურ ქსელში სკანდალი შესაძლოა შუაღამეს აგორდეს. პიარ სპეციალისტი ყოველთვის “ონლაინ” უნდა იყოს;
ბალანსირება: ხშირად მოგიწევს ბალანსის პოვნა კომპანიის ინტერესებსა და საზოგადოების მოთხოვნებს შორის.