IBSU-ს პროგრამის უპირატესობა – საერთაშორისო ურთიერთობები
IBSU-ს პროგრამის უპირატესობა – საერთაშორისო ურთიერთობები
რატომ უნდა აირჩიო IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა?
გლობალური პერსპექტივა: შენ არ ისწავლი მხოლოდ ისტორიას – დაეუფლები დიპლომატიას, საერთაშორისო სამართალს და პოლიტიკას, რომლებიც დღეს ქმნიან მსოფლიო წესრიგს. IBSU-ს პროგრამა მსოფლიო სტანდარტების ანალოგია;
მრავალფეროვანი გეოპოლიტიკური ხედვა: ისწავლი როგორ ურთიერთქმედებენ სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები გლობალურ არენაზე;
პოლიტიკის ექსპერტის აზროვნება: განივითარებ უძლიერეს ანალიტიკურ უნარებს. ისწავლი რთული საერთაშორისო გამოწვევების გაშიფვრას და მათი გადაჭრის სტრატეგიული გზების პოვნას;
მსოფლიო რუკა შენს ხელშია: ისწავლი ყველა გავლენიანი რეგიონს – ევროკავშირი, აშშ, აზია, ახლო აღმოსავლეთი და ლათინური ამერიკა. გაიგებ, როგორ მუშაობს მსოფლიო პოლიტიკის შიდა სამზარეულო;
პრაქტიკა პირველივე დღიდან: ჩაერთვები სიმულაციებში, გაივლი სტაჟირებას და დაეუფლები Policy Planning-ს რეალური ინსტრუმენტებით: SWOT ანალიზი (სტრატეგიული დაგეგმვა), PESTLE ანალიზი (გარემოს კომპლექსური კვლევა), Policy Writing (პოლიტიკური დოკუმენტების მომზადება);
კარიერა საზღვრების გარეშე: მოემზადები სამუშაოდ საელჩოებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში (NGOs), კვლევით ცენტრებსა (Think Tanks) და გლობალურ კორპორაციებში. გახდები პროფესიონალი, რომელმაც იცის „თამაშის წესები“ ნებისმიერ ქვეყანაში.
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა შენთვისაა, თუ:
გინდა გესმოდეს, რა იმალება საინფორმაციო სათაურების მიღმა;
გინდა გახდე დიპლომატი ან საერთაშორისო ექსპერტი;
გსურს მუშაობა გლობალურ ორგანიზაციებში (NATO, გაერო, EU).