მულტიმედიური უნარები: წერასთან ერთად დაეუფლები ვიდეომონტაჟს, ოპერატორის ხელოვნებას, ციფრულ მარკეტინგს და პოდკასტების შექმნას IBSU-ს მედია ცენტრის სტუდიებში;
კრიტიკული აზროვნება და Fact-Checking: ისწავლი სიმართლისა და ტყუილის გარჩევას ეპოქაში, სადაც ყალბი ამბები ყველგანაა;
კომუნიკაციის ხელოვნება: ისწავლი, როგორ დასვა სწორი კითხვები, როგორ ააწყო საინტერესო ნარატივი და როგორ მართო აუდიტორიის ყურადღება;
კარიერული მრავალფეროვნება: შეძლებ იმუშაო არა მხოლოდ ტელევიზიასა და პრესაში, არამედ PR-ში, სოციალური მედიის მენეჯმენტში, კონტენტ-მარკეტინგსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამა შენთვისაა, თუ:
გსურს ისწავლო მოქმედი პრაქტიკოსებისგან, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქართულ მედიასივრცეს;
ეძებ პროგრამას, სადაც თეორია პირველივე კურსიდან გადადის პრაქტიკულ მუშაობაში (სტუდიებში, რედაქციებსა და საველე გასვლებზე);
გინდა ფლობდე ინფორმაციას და მართავდე ნარატივს;
ეძებ პროფესიას, სადაც სიმართლის თქმა შენი მთავარი მოვალეობაა.