უნარები, რომლებსაც AI ვერ ჩაანაცვლებს: ისწავლი იმას, რასაც რობოტი ვერასდროს შეძლებს; ტექნოლოგიების ეპოქაში ემოციური ინტელექტი და ადამიანური ქცევის ანალიზი შენი მთავარი უპირატესობაა;
მრავალმხრივი ცოდნა – ისწავლი ადამიანის ტვინს, ქცევებს, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, სოციალურ ურთიერთობებს და განვითარების პროცესებს;
კრიტიკული აზროვნება და კვლევითი უნარები – ისწავლი პრობლემების ანალიზს, თეორიების შეფასებას და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს;
უნივერსალური კარიერა: გახდები სასურველი კადრი ბიზნესში (HR, მარკეტინგი), სამართალში, განათლებასა და კვლევებში;
თეორია პრაქტიკისთვის: ისწავლი მოქმედი ფსიქოლოგებისგან. IBSU-ში სახელმძღვანელოები რეალურ ქეისებად და პრაქტიკულ გამოცდილებად იქცევა;
შეიცანი საკუთარი თავი და მართე გარემო: გაიღრმავებ თვითშემეცნებას და გახდები ლიდერი, რომელიც უკეთესობისკენ ცვლის საზოგადოებას;
მრავალმხრივი კარიერა: შეძლებ იმუშაო სკოლებში, კლინიკებში, ბიზნესში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ან კვლევით სფეროში;
საერთაშორისო სტანდარტი და გარემო: მიიღებ საერთაშორისო დონის განათლებას მულტიკულტურულ გარემოში.
IBSU-ს ფსიქოლოგიის პროგრამა შენთვისაა, თუ:
გაინტერესებს, რა იმალება ქცევის მიღმა და გსურს ფლობდე ადამიანთა მოტივაციის გაგების ხელოვნებას;
გინდა გქონდეს რეალური გავლენა (Impact);
შენი მიზანია დაეხმარო ინდივიდებსა და საზოგადოებას მენტალური კეთილდღეობის მიღწევაში;
გჯერა, რომ ფსიქოლოგიის ცოდნა თანამედროვე ბიზნესისა და მენეჯმენტის ხერხემალია.