[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორობას უწევს საერთაშორისო კონფერენციას “Global Town Hall 2022”

11.10.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორობას უწევს საერთაშორისო კონფერენციას Global Town Hall, რომელიც ინდონეზიაში ჩატარდება. ღონისძიებას მსოფლიოს მასშტაბით მრავალი პარტნიორი ჰყავს და IBSU ერთ-ერთი მათგანია.

კონფერენციის განმავლობაში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: მსოფლიოს მდგომარეობა 2022 წელს, გეოპოლიტიკური ტენდენციები, მსოფლიო ეკონომიკის განახლებები, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა რეგიონში და გლობალურად.

Global Town Hall-ის მიზანია უზრუნველყოს მაღალი ხარისხის დისკუსიები და დებატები მსოფლიოში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ჩართული იქნება მსოფლიოს წამყვანი პირები. მისი მიზანია საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია იმ პერსპექტივების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მრავალი პრობლემის გადაჭრას გლობალურად.