[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული პლატფორმის საერთაშორისო შეხვედრას უმასპინძლა

28.10.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული პლატფორმის (SEEP) საერთაშორისო  შეხვედრას უმასპინძლა.

SEEP-ის შეხვედრის გახსნის ღონისძიებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული 70-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.

მონაწილეებს მიესალმნენ  ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი ევია კოტანი, პოლიტიკური განყოფილების მოადგილე, საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარია თეოდორუ, IBSU-ს რექტორი საფეთ ბაირაქთუთანი, GAU-ს პრეზიდენტი მაიკლ კაუგილი, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

SEEP-ის შეხვედრა ESN-ის ყოველწლიური ინიციატივაა, რომელსაც ორგანიზება ESN Georgia-მ გაუწია. შეხვედრის ეროვნული წარმომადგენელი იყო IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თამთა ჩხენკელი.

შეხვედრის ორგანიზებაში 25 ქართველი ახალგაზრდა ჩაერთო. ინიციატივა სტუდენტებს ერთმანეთის გაცნობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას აძლევს.  ღონისძიება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (ISU) და თბილისის მერიის მხარდაჭერით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა.

ამ მასშტაბის ღონისძიება ESN-ის წევრ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში პირველია.  ESN (Erasmus Student Network) ევროპის უდიდესი სტუდენტურ-მოხალისეობრივი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ქვეყნის 15 000-ზე მეტ მოხალისეს აერთიანებს პრინციპით “სტუდენტები ეხმარებიან სტუდენტებს.”