[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა IBSU Summer Camp სკოლის მოსწავლეებისთვის

04.07.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა IBSU Summer Camp სკოლის მოსწავლეებისთვის.

პროექტის ფარგლებში, მოქმედებს 10 სხვადასხვა მიმართულება: საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმის, ბიზნეს ადმინისტრირების, ინგლისური ფილოლოგიის, ჟურნალისტიკის, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის, ეკონომიკის, არქიტექტურის, სამართლისა და კომპიუტერული მეცნიერების.

ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა დოქტორ საფფეთ ბაირაქთუთანმა, რომელიც მიესალმა მონაწილეებს და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში. რექტორმა წარმატება უსურვა აგრეთვე იმ ათასობით აბიტურიენტს, რომლებიც დღეიდან ჩაებნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში.

უნივერსიტეტის რექტორის შეფასებით, ამგვარი ღონისძიებები აუცილებელია იმისათვის, რომ სკოლის მოსწავლეები  უფრო ახლოს გაეცნონ არა მხოლოდ უნივერსიტეტს, არამედ გათვითცნობიერდნენ სხვადასხვა პროფესიაში, რათა მომავალში უფრო გაუადვილდეთ პროფესიული არჩევანის გაკეთება.

პროექტი „IBSU Summer Camp“ არის სტუდენტური პროექტი – ორგანიზატორებიც და ტრენერებიც უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ამჟამად პროგრამაში 300 – მდე სხვადასხვა კლასის მოსწავლეა ჩართული, რომლებიც ერთი კვირის მანძილზე ჩაერთვებიან სხვადასხვა სახალისო-შემეცნებით აქტივობაში.