[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

იბსუ „Magna Charta Universitatum“-ის მიერ ორგანიზებული ვებინარის მხარდამჭერი და მონაწილეა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი „Magna Charta Universitatum“-ის მიერ ორგანიზებული ვებინარის „უნივერსიტეტების როლი საზოგადოებაში“ ერთ-ერთი მხარდამჭერია.

ვებინარი პროფესორ-მასწავლებლებისთვის, უნივერსიტეტების ხელმძღვანელებისთვის და სტუდენტებისთვის 29 სექტემბერს ონლაინ ჩატარდა.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის პატივია იყოს „Magna Charta Universitatum“ მხარდამჭერი და ვებინარის მონაწილე. მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა იბსუ-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია განათლების სექტორის მსოფლიო ლიდერებთან და გავიზიაროთ მათი გამოცდილება,“- განაცხადა იბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა აბდულმელიქ ალქანმა.

„Magna Charta Universitatum“  არის დოკუმენტი, რომელსაც თავდაპირველად ხელი, ბოლონიის უნივერსიტეტის 900 წლის იუბილეზე, 1988 წელს  388 უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერა. შავი ზღვის საერტაშოირსო უნივერსიტეტი დოკუმენტს 2020 წელს შეუერთდა.