IBSU-ში ახალგაზრდა მკვლევართა რიგით მე-5 საერთაშორისო კვლევითი  კონფერენცია ჩატარდა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში ახალგაზრდა მკვლევართა რიგით მე-5 საერთაშორისო კვლევითი  კონფერენცია ჩატარდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ორგანიზებით, 2022 წლის 24 ივნისს, ახალგაზრდა მკვლევართა რიგით მე-5 საერთაშორისო კვლევითი  კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციაში, რომელიც წელს ონლაინ გაიმართა,  მონაწილეობდნენ   სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები  სხვადასხვა უნივერსიტეტიდან,  მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები და მკვლევარები, როგორც საქართველოდან ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის:  ჩეხეთის რესპუბლიკიდან, პაკისტანიდან, თურქეთიდან და ერაყიდან.

მთავარი მომხსენებელი გახლდათ, ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონფერენციის დამფუძნებელი, პროფერსორი დოქტორი, ქალბატონი ნათელა დოღონაძე.

მულტიდისციპლინარული კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები სხვადასხვა მიმართულებით: განათლება, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრიება – მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, სამართლი და კომპიუტერული მეცნიერება.

კონფერენციას უძღვებოდნენ სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული საკითხების კოორდინატორი, კონფერენციის მოდერატორი, ქალბატონი მარიამ კუჭავა და სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დირექტორი, კონფერენციის ორგანიზაციული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე  ბატონი ილიას უსთუნიერი.  კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ ონლაინ სერტიფიკატები.