[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მემორანდუმი IFES Georgia-სთან

05.12.2019

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა IFES-სა (საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი IFES Georgia) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან მემორანდუმი განაახლა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს „დემოკრატიისა და მოქალაქეობის“ სასწავლო კურსის დანერგვას.
კურსის სწავლებისთვის 2011წ. USAID-ის მხარდაჭერით მომზადდა სახელმძღვანელო, რომელიც 2017წ. განახლებული სახით გამოიცა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. კურსი ინტერაქტიულია და, გარდა თეორიული მასალისა, მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, დავალებებს, დისკუსიებს, დებატებს, სიმულაციებს.
IFES საქართველოს მიერ ასევე შემუშავებულია მასწავლებლის წიგნი და სტუდენტებისთვის სამოქალაქო ჩართულობის პროექტზე მუშაობის გზამკვლევი (კურსის ფარგლებში სტუდენტები შეიმუშავებენ და ახორციელებენ გუნდურ პროექტებს).
განახლებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს რექტორმა ილიას ჩილოღლუმ, IFES-ის დირექტორმა ქეთევან მაისურაძემ და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ქარაიამ.

კურსის სწავლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრიდან იგეგმება. https://bit.ly/2Yl81mN