[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი SAT-ის აკრედიტებული საგამოცდო ცენტრი გახდა

02.04.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა აშშ-ის უნივერსიტეტებში მისაღები სტანდარტიზებული ტესტის (SAT) აკრედიტებული საგამოცდო ცენტრი (N 60255).
არსებობს გამოცდის ორი ვარიანტი:
SAT I (reasoning test) გულისხმობს ზოგადი ცოდნის შეფასებას. ეს გამოცდა გრძელდება სამი საათი და მოიცავს კითხვებს რამოდენიმე ვარიანტიანი პასუხებით. გამოცდა შედგება სამი ნაწილისაგან: მათემატიკა, წაკითხულის ანალიზი და თხზულება.
SAT II (subject test) მიმართულია კონკრეტულად რომელიღაც ერთი საგნის ცოდნის შესაფასებლად. SAT-II გრძელდება 1 საათი და შედგება ტესტის კითხვებისაგან რომლიმე საგნის სფეროდან რამოდენიმე ვარიანტიანი პასუხებით. აშშ–სა და კანადის უნივერსიტეტები მოითხოვენ SAT გამოცდის ჩაბარებას ერთ–ერთ ან რამდენიმე პროფილურ საგანში.