ყირგიზეთის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ტაალიმ კოლეჯის წარმომადგენლების ვიზიტი IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრნენ ყირგიზეთის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ტაალიმ კოლეჯის წარმომადგენლები ქ-ნი აიზადა ჟუმუკოვა და ქ-ნი ალბინა ნაგიზბეკიზი. სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორი დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანი შეხვდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს ორმხრივ საგანმანათლებლო პროექტებს.