[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური უცხოელ სტუდენტებს შეხვდა

06.10.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა უცხოელ სტუდენტებთან. უნივერსიტეტის რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა საერთაშორისო სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა მელიკ ალკანმა სტუდენტებს გააცნო საქართველო, ღირსშესანიშნავი ადგილები, უნივერსიტეტის მოკლე ისტორია  და პროექტები, რომლებიც ხორციელდება უცხოელი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები.