სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი დაესწრო...
  • 12/06/2022

საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი დაესწრო DAAD თბილისის ახალი ოფისის გახსნას

საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი, მელიქ ალკანი მიწვეული იყო DAAD თბილისის ახალი ოფისის ინაუგურაციაზე,  სადაც მან ისაუბრა DAAD-თან საერთაშორისო ურთიერთობის გამოცდილების პანელზე.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) აფართოვებს წარმომადგენლობათა ქსელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით – 9 ივნისს თბილისში DAAD-ის რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა. ის არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოემსახურება. საგარეო წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს ესტუმრა DAAD-ის გენერალური მდივანი, დოქტ. კაი ზიქსი. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქ.-ნი ნუნუ მიჩკევიჩი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ასევე სტუმრები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.