საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი დაესწრო DAAD თბილისის ახალი ოფისის გახსნას - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი დაესწრო DAAD თბილისის ახალი ოფისის გახსნას

საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი, მელიქ ალკანი მიწვეული იყო DAAD თბილისის ახალი ოფისის ინაუგურაციაზე,  სადაც მან ისაუბრა DAAD-თან საერთაშორისო ურთიერთობის გამოცდილების პანელზე.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) აფართოვებს წარმომადგენლობათა ქსელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით – 9 ივნისს თბილისში DAAD-ის რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა. ის არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოემსახურება. საგარეო წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს ესტუმრა DAAD-ის გენერალური მდივანი, დოქტ. კაი ზიქსი. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქ.-ნი ნუნუ მიჩკევიჩი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ასევე სტუმრები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.