-
ჩვენს შესახებ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოში აკრედიტირებული და ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რომელიც გთავაზობთ 26 საგანმანათლებლო პროგრამას ინგლისურ ენაზე სწავლების სამივე საფეხურზე – პირველი (ბაკალავრიატი), მეორე (მაგისტრატურა) და მესამე (დოქტორანტურა), განათლებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში, ბიზნესის მენეჯმენტსა და სოციალურ მეცნიერებებში.
-
ჩარიცხვის წესი
-
გამოცდების გარეშე მიღება
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებისათვის/სტუდენტებისათვის დაწესებული მოთხოვნები
სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №224/ნ -ში „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 75 დღისა ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. (იხილეთ ზემოთ მითითებული წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები).
-
ხარისხის მაძიებელი სტუდენტებისთვის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) სწავლის გასაგრძელებლად, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ სახელმძღვანელოს, შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა და დამატებით დოკუმენტებთან ერთად გამოაგზავნოთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: admission@ibsu.edu.ge
წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- პასპორტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული და ქართულად თარგმნილი);
- სკოლის ატესტატი / ბაკალავრის დიპლომი / მაგისტრის დიპლომი (ნოტარიულად დამოწმებული და ქართულად თარგმნილი);
- ნიშნების ფურცელი / ტრანსკრიპტი (ნოტარიულად დამოწმებული და ქართულად თარგმნილი);
- ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი;
- ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL – 78) ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი;
- B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი:
შენიშვნა: იმ აპლიკანტებისთვის, რომლებმაც ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხური ინგლისურენოვან პროგრამაზე დაასრულეს, სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ არის. თუმცა, სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, კანდიდატი ვალდებულია გაიაროს IBSU-ს მიერ ორგანიზებული ტესტირება.
საერთაშორისო მობილობის (გადმოყვანის) შემთხვევაში:
აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს:
-
პასპორტი;
-
ოფიციალური ტრანსკრიპტი (ნიშნების ფურცელი) მშობლიური უნივერსიტეტიდან.
პროცედურის დასკვნითი ეტაპი
ყველა მოსამზადებელი პროცედურის წარმატებით დასრულების შემდეგ, აპლიკანტის დოკუმენტებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე ტვირთავს IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.
სამინისტროს მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების (ბრძანების) მიღებისთანავე, სტუდენტთა მომსახურების დეპარტამენტი ატყობინებს სტუდენტს (ან მის წარმომადგენელს) და ითხოვს სწავლის საფასურის გადახდას.
- პასპორტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული და ქართულად თარგმნილი);
-
აკადემიური კალენდარი
-
ბინადრობის ნებართვა
საქართველოში სწავლისათვის, სტუდენტმა ბინადრობის ნებართვაზე უნდა შეიტანოს განაცხადი სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოში ჩამოსვლიდან პირველი 3 თვის განმავლობაში. (იხილეთ ბმული https://sda.gov.ge/).
ბინადრობის ნებართვის სარეგისტრაციო საფასური:
30-ე კალენდარული დღე – 300 ლარი
20-ე კალენდარული დღე – 450 ლარი
მე-10 კალენდარული დღე – 600 ლარიაპლიკანტები ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენად პირადად უნდა ეწვიონ იუსტიციის სახლს.
-
ვიზასთან დაკავშირებული ინფორმაცია
საქართველოში სწავლისათვის აპლიკანტი უკვე ჩარიცხული უნდა იყოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ვიზის მისაღებად აპლიკანტმა უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება (იხილეთ ბმული https://mfa.gov.ge). ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ აღნიშნული პროცედურის დაწყება საკუთარ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საელჩოში ან საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ.
ქვეყნების სია: შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენი ქვეყანა უვიზო რეჟიმის კატეგორიაში
ქვეყნების სია: შეამოწმეთ, გჭირდებათ თუ არა ვიზა საქართველოში ჩამოსვლამდე
საქართველოს საელჩოების სია საზღვარგარეთ: შეამოწმეთ, არის თუ არა საქართველოს საელჩო/მისია/წარმომადგენელი თქვენს ქვეყანაში ვიზის მოთხოვნისთვის.
-
რამდენად უსაფრთხოა თბილისი სწავლისა და ცხოვრებისთვის?
თბილისი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მსოფლიოს ყველაზე მეგობრული ქალაქია.
ამჟამინდელი Numbeo Safety Index-ის მიხედვით, თბილისს მინიჭებული აქვს 80 ქულა და უსაფრთხოების მხრივ 374 ქალაქიდან მე-15 ადგილს იკავებს.
-
რამდენად ძვირია თბილისი საცხოვრებლად?
ცხოვრების ღირებულება მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთია სტუდენტთათვის, სწავლის საფასურის გარდა, მათ უნდა გაიღონ ისეთი ხარჯებიც, როგორიცაა საცხოვრებელი, კვება და სოციალური საჭიროებები.
ამჟამინდელი Numbeo Cost of Living Index-ის მიხედვით, თბილისს მინიჭებული აქვს 28,25 ქულა და 476 ქალაქიდან 321-ე ადგილს იკავებს საცხოვრებელი ხარჯების სიძვირის მიხედვით (რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო ძვირია საცხოვრებელი ხარჯები). თბილისში ტრანსპორტირება, კვება და სხვა სახის პროდუქცია და მომსახურება ფინანსურად ზოგადად ხელმისაწვდომია.
ვერ პოულობთ თქვენს კითხვებზე პასუხებს IBSU-ს ვებგვერდზე? გთხოვთ მოგვწეროთ: iro@ibsu.edu.ge