[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს კამპუსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განახლებული ბიბლიოთეკა გაიხსნა

10.06.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განახლებული ბიბლიოთეკა დღეს IBSU-ს რექტორმა დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს.

ღონისძიებას ესწრებოდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი თინათინ ბოლქვაძე, სხვადასხვა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები, IBSU-ს ადმინისტრაციული თუ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სტუდენტები.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა განაცხადა, საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ბიბლიოთეკის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „განახლებულ ბიბლიოთეკაში არაერთი რესურსია წარმოდგენილი, რომელიც ჩვენს აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს დაეხმარება კვლევითი პროექტების განხორციელებაში,“- განაცხადა რექტორმა.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა ბიბლიოთეკის, როგორც ინსტიტუციის მნიშვნელობაზე და ახლად გახსნილ, IBSU-ს განახლებულ ბიბლიოთეკას საჩუქრად ენის დეპარტამენტის უახლესი გამოცემები გადასცა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ამ ეტაპზე მოიცავს 26000-მდე ბეჭდურ წიგნსა და არაერთ ციფრულ სამეცნიერო ბაზას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სასწავლო თუ კვლევით საქმიანობაში.