...
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მობილობასთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები

მობილობის უფლება

უნივერსიტეტის სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს შიდა მობილობით (შზსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებს შორის) და მობილობით (სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის უფლებით) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში.

შიდა მობილობის უფლება აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც IBSU-ში სულ მცირე ერთი სემესტრის განმავლობაში სარგებლობდა სტუდენტის აქტიური სტატუსით, მათ შორის, მათ, რომელთა სტატუსი შეჩერებულია შიდა მობილობის ვაკანტურ ადგილებზე რეგისტრაციის მომენტისათვის.

მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.

მობილობისა და შიდა მობილობის უფლება სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო-პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი (იმ სტუდენტებისთვის, ვინც საერთო სამაგისტრო გამოცდები ჩააბარა 2020 წლამდე).

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული მესამე შესაბამისი არჩევით -სავალდებულო საგანი (იმ სტუდენტებისთვის,  ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ).

როგორია მობილობის წესი, რომელიც  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული მესამე სავალდებულო საგანი უნდა შეესაბამებოდეს იმ საგნებს, რომელიც მოთხოვნილია პროგრამაზე, რომელზეც სტუდენტს აქვს სურვილი, გადავიდეს. ანალოგიურად, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი უნდა შეესაბამებოდეს ტესტის ტიპს (იმ სტუდენტებისთვის, ვინც საერთო სამაგისტრო გამოცდები ჩააბარა 2020 წლამდე), რომელიც გადმოსასვლელ პროგრამაზე ბარდებოდა.

მობილობის განცხადების დაწერისას სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ეროვნულ გამოცდებზე /სამაგისტრო გამოცდაზე ჩაბარებული საგნების/ტესტის ტიპის (იმ სტუდენტებისთვის, ვინც საერთო სამაგისტრო გამოცდები ჩააბარა 2020 წლამდე) შესაბამისობა. თუ ეს შესაბამისობა არ დასტურდება, სტუდენტი მობილობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე IBSU-ს პროგრამებზე ჩასაბარებელი მესამე არჩევით-სავალდებულო საგნების შესახებ ინფორმაცია:

 

საგანმანათლებლო პროგრამა

(ბაკალავრიატი)

არჩევითსავალდებულო მესამე საგანი
ამერიკისმცოდნეობა ისტორია

მათემატიკა

ლიტერატურა

ინგლისური ფილოლოგია ისტორია

ლიტერატურა

ჟურნალისტიკა სამოქალაქო განათლება

ისტორია

გეოგრაფია

ლიტერატირა

მათემატიკა

საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა სამოქალაქო განათლება

ისტორია

გეოგრაფია

მათემატიკა

საერთაშორისო ურთიერთობები სამოქალაქო განათლება

ისტორია

გეოგრაფია

მათემატიკა

ფინანსები მათემატიკა
საბუღალტრო აღიცხვა და აუდიტი მათემატიკა
ეკონომიკა მათემატიკა
ბიზნესის ადმინისტრირება ისტორია

მათემატიკა

მენეჯმენტი ისტორია

მათემატიკა

მარკეტინგი ისტორია

მათემატიკა

ტურიზმი გეოგრაფია

ისტორია

მათემატიკა

არქიტექტურა მათემატიკა

ფიზიკა

კომპიუტერული მეცნიერებები მათმატიკა

ფიზიკა

სამართალმცოდნეობა სამოქალაქო განათლება

ისტორია

მათემატიკა

 

სამაგისტრო გამოცდების ტესტის ტიპების შესახებ ინფორმაცია

სამაგისტრო პროგრამის დასახელება სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი
ფინანსები B ტიპის ტესტი
მარკეტინგი B ტიპის ტესტი
მენეჯმენტი B ტიპის ტესტი
კომპიუტერული მეცნიერება B ტიპის ტესტი
საერთაშორისო ურთიერთობები A ტიპის ტესტი
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობები A ტიპის ტესტი
განათლების ადმინისტრირება A ტიპის ტესტი
შედარებითი კომერციული სამართალი C ტიპის ტესტი

 

კრედიტების აღიარების პროცედურა როგორია?

მობილობის წესით გადმოსული სტუდენტის კრედიტების აღიარების მიზნით, სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, შესაბამის პროგრამის ხელმძღვანელთან კოორდინირებით ამზადებს შედარების აქტს და წარუდგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს განსახილველად. შედარების აქტის საბოლოო რედაქცია მტკიცდება სკოლის საბჭოს მიერ. უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ თანხმობა ან უარი წერილობითი ფორმით დასტურდება სტუდენტის მიერ, სასწავლო პროცესისა და მონიტორინგის სამსახურის ორგანიზებით.

თუ უნივერსიტეტში სადაც ვსწავლობ, დარჩენილი მაქვს საგნები, ვისარგებლებ თუ არა მობილობით?

დიახ, შესაძლებელია. ამაზე შეზღუდვა არ არსებობს.

მობილობის პროცესში შემიძლია ვისარგებლო შიდა გრანტებით?

დიახ, შესაძლებელია. საჭიროა წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შიდა გრანტის მისაღებად.

რა საბუთები მჭირდება გარე მობილობის დროს?

გარე მობილობის შემთხვევაში:

მობილობის მსურველმა სტუდენტმა, მას შემდეგ რაც მიიღებენ დადასტურებას მობილობით გადმოსვლის შესახებ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გადმოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება;
  • დოკუმენტ(ებ)ის ასლი/ასლები რომელიც არეგულირებს სტუდენტურ სტატუსს (მაგ. ჩარიცხვის/აღდგენის/სტატუსის შეჩერების/სტატუსის შეწყვეტის აქტი);
  • უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი (სასწავლო კომპონენტების კრედიტების რაოდენობისა და შეფასების მითითებით);
  • სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ეროვნულ გამოცდებზე (თუ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ პერიოდში) /სამაგისტრო გამოცდაზე ჩაბარებული საგნების/ტესტის ტიპის შესაბამისობა მობილობით გადმოსასვლელ პროგრამასთან. თუ ეს შესაბამისობა არ დასტურდება, სტუდენტი მობილობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
  • პირის საიდენტიფიკაციო ბარათის (ID) ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან უმაღლესი განათლების წინა საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3X4), (ნაბეჭდი და ელექტრონულ მატარებელზე);
  • მამრობითი სქესის სტუდენტებისათვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მობილობის წესით სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ჩარიცხვის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება.

რა საბუთებია საჭიროა შიდა მობილობის დროს?

შიდა მობილობის უფლებით სარგებლობისათვის  სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურს, IBSU-ს მიერ განსაზღვრულ ვადებში, წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება (R3.F13);
  2. მობილობის განცხადების დაწერისას სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ეროვნულ გამოცდებზე (თუ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ პერიოდში) /სამაგისტრო გამოცდაზე ჩაბარებული საგნების/ტესტის ტიპის შესაბამისობა მობილობით გადმოსასვლელ პროგრამასთან. თუ ეს შესაბამისობა არ დასტურდება, სტუდენტი მობილობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

თუ მობილობის მსურველს აქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი, ამ შემთხვევაში როგორია პროცედურა?

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

როგორია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის IBSU-ში გადმოსვლის პირობები?

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება სწავლის განსხვავებული საფასური. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია IBSU-ს ვებ-გვერდზე www.iro.ibsu.edu.ge ან უნდა დაუკავშირდეთ iro@ibsu.edu.ge 

ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამიდან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მობილობის მსურველი?

ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამიდან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის უფლებით სარგებლობისას, სტუდენტი ვალდებულია დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონე. ამ მიზნით შესაბამისი დონეებია:

  • ბაკალავრიატის პირველ სემესტრში ჩარიცხვის მიზნით, სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე ქულათა ის რაოდენობა, რაც განსაზღვრულია მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამის სასწავლო წელს. (50%+1) ან (60%+1);
  • ბაკალავრიატის მეორე სემესტრში ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B1 დონე;
  • ბაკალავრიატის მე-3-მე-5 სემესტრებში ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე.

რაც შეეხება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს  ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე, ხოლო სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტმა პროგრამაზე დაშვების წინაპირობიდან გამომდინარე უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2/C1 დონე.

მოთხოვნილი დონის დადასტურების მიზნით, სტუდენტმა შესაძლებელია:  წარმოადგინოს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი ან ჩააბაროს IBSU-ს მიერ დანიშნული ინგლისური ენის გამოცდა ან წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან ამავე დონეზე გაიარა სასწავლო კომპონენტი ინგლისურ ენაზე, რომლის სწავლის შედეგები გადის B2/C1 დონეზე ანდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მას ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული წინა საფეხურის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან).

ენის დონის განსაზღვრის ტესტი როდის იწერება?

იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება საგანმანათლებლო პროგრამით მოთხოვნილი ენის შესაბამისი დონე, სტუდენტმა უნდა გაიაროს ენის დონის განმსაზღვრელი ტესტირება. აღნიშნული ტესტირება ტარდება სტუდენტის მიერ მობილობისთვის განსაზღვრული დოკუმენტაციის  წარმოდგენის ვადებში, არაუგვიანეს კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სკოლების გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადებისათვის განსაზღვრული ვადის დასრულებამდე.

რა შემთხვევაში არ არის საჭირო ტესტის დაწერა?

მოთხოვნილი დონის დადასტურების მიზნით, სტუდენტმა შესაძლებელია: ა) წარმოადგინოს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) საბაკალავრო საფეხურზე პირველ სემესტრში ჩარიცხვის მიზნით, სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე ქულათა ის რაოდენობა, რაც განსაზღვრულია მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამის სასწავლო წელს. (50%+1) ან (60%+1) ინგლისური ფილოლოგიის პროგრამისთვის;  გ) წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან ამავე დონეზე გაიარა სასწავლო კომპონენტი ინგლისურ ენაზე, რომლის სწავლის შედეგები გადის შესაბამის/B2/C1 დონეზე: დ) წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მას ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული წინა საფეხურის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან).

 

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.