8 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა National Geographic-ის ტრენერს ალექს ვორენს თემით – ”21-ე საუკუნის წარმატებული ინგლისური ენის შემსწავლებლები”.
ტრენინგის ორგანიზების პარტნიორი იყო English Book Education. სესიაში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა.